Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
„სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.“ ხოლო იესო წარსდგა განმგებლის წინაშე და ჰკითხა მას განმგებელმა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ იესომ უთხრა: „შენ ამბობ.“ თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.“ პილატემ მიუგო მათ და უთხრა: „გინდათ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ პილატემ კვლავ მიუგო და უთხრა: „რაღა ვუყო მას, ვისაც თქვენ იუდეველთა მეფეს უწოდებთ?“ და დაუწყეს მას მისალმება: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ იყო წარწერილი წარწერა მისი ბრალდებისა: „მეფე იუდეველთა.“ ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველთა მეფე.“ ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!“ და სახეში სცემდნენ. პილატემ წარწერაც გააკეთებინა ფიცარზე და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“. უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე’, არამედ, როგორც თავად თქვა: ‘იუდეველთა მეფე ვარ’.“
Выбор основного перевода