Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ყველა ეს სიტყვა რომ დაასრულა, იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და კაცის ძე მიეცემა ჯვარზე საცმელად.“ მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის ეზოში. მოითათბირეს, მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო.
Выбор основного перевода