Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ მსჯავრდადებულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი. უამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს. მაგრამ, თქვენ, ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე მპარავივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი.
Выбор основного перевода