Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“ ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა. ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, გემო უნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს, და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და აგინებენ. ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება — იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას. ხოლო, რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი. მისი ბოლო დაწვაა. მაგრამ, საყვარელნო, ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესნი ხართ და მიწევნულნი ხართ ხსნას, თუმცა ასე ვლაპარაკობთ. ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს. ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ ზეცაში გაქვთ უკეთესი და წარუვალი საუნჯე.
Выбор основного перевода