Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო. რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი. მოისმინა ჰეროდემ — ტეტრარქმა, ყოველი მისი ნამოქმედარი, და გაოგნდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ: იოანე აღდგაო მკვდრეთით, მეორენი — ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ: ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით. ჰეროდემ თქვა: „იოანეს მე მოვკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი რამ მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა. ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
Выбор основного перевода