Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე. მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.“ უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!“ შეატყობინა საპყრობილის ზედამხედველმა ეს ამბავი პავლეს და უთხრა: „მთავრებმა კაცი გამოგზავნეს თქვენს გასაშვებად. ახლა გამოდით და მშვიდობით წადით.“ მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე“, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია?
Выбор основного перевода