Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
ვინაიდან უთხრა მათ ყვედრებით: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი, და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე იმ დღეს, როცა ხელი მოვკიდე, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა, რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი, ამბობს უფალი. აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი. აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს და თავის ძმას და არ ეტყვის: ‘შეიცანი უფალი’; რადგან ყოველი მათგანი, დიდიდან პატარამდე, შემიცნობს მე, რადგან შევუნდობ მათ უსამართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ“. მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც საუკუნო სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის. ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან საუკუნო მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული. ვინაიდან, სადაც ანდერძია, იქ აუცილებელია მოანდერძის სიკვდილი. რადგან ანდერძს ძალა აქვს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ. მანამდე მას ძალა არა აქვს, ვიდრე მოანდერძე ცოცხალია. ამიტომ არც პირველი აღთქმა იყო დამტკიცებული სისხლის გარეშე. ვინაიდან მოსემ, როცა წარმოთქვა მთელი ხალხის წინაშე ყველა მცნება რჯულისამებრ, აიღო ზვარაკთა და ვაცთა სისხლი წყალთან, მეწამულ მატყლთან და უსუპთან ერთად და აპკურა როგორც წიგნს, ისე მთელ ხალხს. და თქვა: „ესაა სისხლი აღთქმისა, რომელიც ღმერთმა აღგითქვათ თქვენ“. მან კარავსაც და მთელ სამსახურებელ ჭურჭელსაც ასხურა სისხლი. თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება.
Выбор основного перевода