Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
მოერიდეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ თქვენ. წაგიყვანენ განმგებლებთან და მეფეებთან ჩემს გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად. იმ ხანებში ხელი აღმართა მეფე ჰეროდემ ეკლესიის ზოგიერთ წევრზე საბოროტოდ, და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. როცა დაინახა, რომ ამით ასიამოვნა იუდეველებს, დააპატიმრა პეტრეც. უფუარობის დღეები იყო. შეიპყრო იგი და ჩასვა საპყრობილეში და უბრძანა მისი დარაჯობა ჯარისკაცთა ოთხ ოთხეულს. განზრახული ჰქონდა, რომ პასექის შემდეგ გამოეყვანა ხალხის წინაშე. და რაკი მრავალი დღე დაჰყვეს იქ, ფესტოსმა უთხრა მეფეს პავლეზე: „ერთი კაცია, რომელიც ფელიქსმა დატოვა პატიმრად, ვისზეც, იერუსალიმში ყოფნისას, შემომჩივლეს მღვდელმთავრებმა და იუდეველთა უხუცესებმა. მის დასჯას მოითხოვდნენ ისინი.
Выбор основного перевода