Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
თუმცა ზედმეტია ჩემთვის მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე, ვინაიდან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან. და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ, ხოლო ძმები გამოვგზავნე იმისათვის, რომ ფუჭი არ იყოს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი, რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, რაკი ესოდენ დაბეჯითებით დავიკვეხეთ. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი უკვე დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება. ვინაიდან, როცა გულმოდგინება არის, ეს მიიღება იმის მიხედვით, ვისაც რა აქვს, და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს.
Выбор основного перевода