Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
Параллельные места
უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. როცა მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვაზე. ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ჩამობნელებული იყო, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. ძლიერმა ქარმა დაუბერა და ზღვა აღელდა. ოცდახუთი თუ ოცდაათი სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ. ის კი ეუბნება მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“ უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადაც მიდიოდნენ.
Выбор основного перевода