Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
იოანე
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
Параллельные места
ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს.“ „და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. ამიტომ ნუ განსჯით უუამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან. რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ. თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მთლიანად: სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის. რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე. აჰა, მოვალ მალე. გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი. აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს“. ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მოვალ მალე!“ ამინ. მოდი, უფალო იესო.
იოანე
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
Выбор основного перевода