Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
ტიტეს მიმართ
1 2 3
Параллельные места
ხოლო ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, დამმოძღვრავი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული, თავისი სახლის კარგი განმგებელი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. ვინაიდან: თუ ვინმემ საკუთარი სახლის განმგებლობა არ იცის, როგორ იზრუნებს ღვთის ეკლესიაზე? ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაკადნიერდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ აღმოჩნდეს. ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილში და ეშმაკის მახეში არ გაებას. ღვთის მონას კი არ მართებს ჩხუბი, არამედ მშვიდი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარე. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, ვინძლო მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.
ტიტეს მიმართ
1 2 3
Выбор основного перевода