Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. იგია დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანაბეჭდი, რომელსაც ყოველივე უპყრია თავისი ძალის სიტყვით. როდესაც მან ჩვენი ცოდვების განწმედა აღასრულა, დაჯდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე.
Выбор основного перевода