Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
ახლა ნაკერპავებზე. ვიცით, რადგან ყველას გვაქვს ცოდნა. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს. თუმცა ყველას როდი აქვს ცოდნა. ზოგიერთები ჩვეულებით აქამდე ჭამენ კერპთაგან, როგორც ნაკერპავს და, ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბღალება. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც ცოდნა გაქვს, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას ნაკერპავთა ჭამისთვის? ამიტომ მუდამ შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.
Выбор основного перевода