Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
რომაელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
და ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას. უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე. მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’ რადგან ისეთი რამის ლაპარაკს ვერ გავბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე მონდობილი მაქვს ხარება წინადაუცვეთელთათვის, ისევე, როგორც პეტრეს — წინადაცვეთილთათვის, ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჩადის — ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენს.
რომაელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Выбор основного перевода