Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4
Параллельные места
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან სწერია: „მე ცოცხალი ვარ, — ამბობს უფალი, — ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე. დღეებს იცავთ თქვენ და თვეებს, ვადებსა და წელიწადებს. ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენს შორის.
კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4
Выбор основного перевода