Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გალატელთა მიმართ
1 2 3 4 5 6
Параллельные места
ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. ვინაიდან ვერ ვბედავთ დავუპირისპირდეთ, ანდა შევედაროთ იმათ, რომელთაც თავი მოაქვთ: ისინი უჭკუობით თავისი თავით ზომავენ თავს და თავიანთ თავს თავის თავთან ადარებენ. ხოლო ჩვენ უზომოდ არ დავიკვეხნით, არამედ იმ ზომით, რა ხვედრიც ღმერთმა გვიწილადა, რომ თქვენამდე მოვაღწიოთ. ვინაიდან, ჩვენ ხომ მეტისმეტად არ ვიძაბებით, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე, იმიტომ, რომ თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით. უზომოდ არ ვიკვეხნით სხვისი შრომით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდის კვალობაზე უხვად გავადიდებთ თქვენში ჩვენს ხვედრს. რათა თქვენს იქითაც ვახაროთ და არ ვიკვეხნიდეთ იმით, რაც უკვე გამზადებულია სხვათა ხვედრში. ვინც იკვეხნის, უფლით დაიკვეხოს. ვინაიდან, ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ — ვისაც უფალი აქებს.
გალატელთა მიმართ
1 2 3 4 5 6
Выбор основного перевода