Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
გალატელთა მიმართ
1 2 3 4 5 6
Параллельные места
ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი. ქრისტე კი ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. აბა, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმებს? არამც და არამც! ვინაიდან, თუ მოცემული იყო რჯული, რომელსაც ძალუძს ცხოველმყოფელობა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.
გალატელთა მიმართ
1 2 3 4 5 6
Выбор основного перевода