Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
იაკობი
1 2 3 4 5
Параллельные места
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი — ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი — უხრწნადისა. ახლა კი მომელის მე სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული, და არა მარტო მე, არამედ ყველას, რომელთაც შეიყვარეს მისი გაცხადებით მოსვლა. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: „შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ, ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? და როდესაც მწყემსმთავარი გამოჩნდება, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
იაკობი
1 2 3 4 5
Выбор основного перевода