Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
საქმეები
Параллельные места
უთხრეს მას: „ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს გადასცემს სხვა მიწისმუშაკთ, რომლებიც ნაყოფს თავის დროზე მისცემენ.“ ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.“ მხნეობა მოიკრიბეს ბარნაბამ და პავლემ გაბედეს და თქვეს: „პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე.’“ მაგრამ როცა შეეწინააღმდეგნენ და გმობა დაუწყეს, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: „თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ. ამიერიდან წარმართებთან მივდივარ.“ რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართთაგან, რომლებთანაც მიგავლენ მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’ ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც. მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც! მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
საქმეები
Выбор основного перевода