Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
უამზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამის ქურდივით მოვა. ვინაიდან, როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს. ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის. მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის. მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა“. ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი. მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს. მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“. ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუაგულში: „მოდით, შემოკრბით ღვთის დიდ სერობაზე, რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, მცირისა და დიდის ხორცი“. ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა. დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე მჯდომარის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
Выбор основного перевода