Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის — უგუნურებას, რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა. ნურავინ იცდუნებთ თავს. თუ ვინმეს ამ სოფელში თავისი თავი ბრძნად წარმოუდგენია, გაუგუნურდეს, რათა ბრძენი გახდეს. ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენები ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. თქვენ დიდებულნი, ჩვენ კი უპატიონი. ვშრომობთ, ჩვენი ხელებით ვმუშაობთ. გაგვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?
Выбор основного перевода