Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
Параллельные места
მათ შეიტყეს და გაიქცნენ ლუკაონიის ქალაქებში — ლუსტრასა და დერბეში, მათ შემოგარენში, მაშინ ძმებმა მყისვე გაგზავნეს პავლე ზღვისკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ. გაგზავნა მაკედონიაში ორი თავისი მსახური — ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა. მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი. ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყოველ ადგილას, ყოველ ეკლესიაში. იმედი მაქვს უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ იცით მისი გამოცდა, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე მსახურობოდა ჩემთან ერთად სახარებისთვის. ტიმოთეს, საყვარელ შვილს — მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. ვიხსენებ შენს წრფელ რწმენას, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში და მწამს, რომ იგი შენშიც არის.
Выбор основного перевода