Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
საქმეები
Параллельные места
მაშინ ერთი იმ თორმეტთაგანი, იუდა ისკარიოტელად წოდებული, წავიდა მღვდელმთავრებთან და უთხრა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ და მიუწონეს მას ოცდაათი ვერცხლი. როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს, და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი.“ მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.“ და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.“ მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: „და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ, და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.“
საქმეები
Выбор основного перевода