Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
3 იოანე
1
Параллельные места
სიყვარული წრფელი იყოს. გძაგდეთ ბოროტი და მიეკვროდეთ კეთილს. ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს, ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით? თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი. ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი. ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.
3 იოანე
1
Выбор основного перевода