Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 ტიმოთე
1 2 3 4
Параллельные места
ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველურ წერილებში, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“ „სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ რაკი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე სურვილით, რომელიც წინასწარ განიზრახა მასში და გამეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში. საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან და ახლა გაემხილათ მის წმიდებს, საუკუნო სიცოცხლის სასოებით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა. რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული, მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
2 ტიმოთე
1 2 3 4
Выбор основного перевода