Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ — ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელი.“ და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის. მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიკვირს, რომ ასე მალე გადადიხართ სხვა სახარებაზე იმისგან, რომელმაც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. არ არსებობს სხვა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შეაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებული იყოს იგი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებული იყოს. ახლა ადამიანებს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? აქამდე ისევ ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი. ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებდი, არ არის კაცთმიერი. ვინაიდან მეც არ მიმიღია და არ მისწავლია იგი კაცისაგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. რადგან გსმენიათ თქვენ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდეველობაში, რომ მე სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას. აღვემატებოდი იუდეველობაში მრავალ ჩემს ტოლს ჩემს ტომში, ვინაიდან ჩემი მამების გადმოცემების მოშურნე ვიყავი მეტისმეტად. ხოლო როცა კეთილინება ღმერთმა, რომელმაც გამომარჩია დედის საშოდან და მომიწოდა თავისი მადლით,
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода