Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Параллельные места
რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხისგან, რომ თქვენს შორის დავაა. და ეს, ძმანო, ნიმუშად დავუდე ჩემს თავს და აპოლოსს თქვენი გულისათვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაუყოყოჩდეთ ერთმანეთს. წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განქარდება. მაგრამ ჩემთვის ასე გადავწყვიტე, აღარ მოვიდე თქვენთან დასამწუხრებლად. ვინაიდან თუ მე გამწუხრებთ, მაშ ვინღა გამახარებს, თუ არა ის, ვინც დამწუხრებულია ჩემგან. სწორედ ეს მოგწერეთ თქვენ, რათა ჩემი მოსვლისას არ მქონდეს წუხილი მათგან, ვისითაც უნდა გამეხარა. ხოლო ყველა თქვენგანში დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულიცაა. ვინაიდან დიდი გულისტკივილითა და ნაღველით გწერდით და უამრავი ცრემლით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის უზომო სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს. და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ. ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულება,
2 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
Выбор основного перевода