Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
2 იოანე
1
Параллельные места
ერიდეთ ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. ყრმანო, უკანასკნელი უამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი უამია. ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი. საყვარელნო! ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და იგი ახლა უკვე სოფელშია. ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი. იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა მიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა. ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე. აცდუნებდა მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნებოდა მიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა. მიეცა უფლება მხეცის ხატებისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას. აიძულა ყველა — პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები — მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი — მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები.
2 იოანე
1
Выбор основного перевода