Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 ტიმოთე
1 2 3 4 5 6
Параллельные места
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან. ისინი — ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი — უხრწნადისა. ამიტომ მე გავრბივარ არა უმიზნოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომც ჰაერს ვგვემდე. ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, და რაც მოისმინე ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა. იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა. არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს. ხოლო ვინმემ რომ იბრძოლოს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს. მიწისმუშაკმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფებისაგან. დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
1 ტიმოთე
1 2 3 4 5 6
Выбор основного перевода