Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5 6
Параллельные места
და არ შეაჩერონ ყურადღება ზღაპრებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მნეობას რწმენაში. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე უწმიდურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, მოერიდე უწმიდურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ. სულელურ და უმეცრულ პაექრობებს მოერიდე. იცოდე, რომ ისინი შეხლა-შემოხლით თავდება. ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას. მოერიდე სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას, კინკლაობასა და დავას რჯულის თაობაზე, ვინაიდან უსარგებლო და ფუჭია.
Выбор основного перевода