Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 2 3 4 5
Параллельные места
ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს. ვინაიდან, თუმცა უძლურებისგან იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალისგან. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალისგან თქვენთვის. ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. რომელშიც გვაქვს სითამამე და საიმედო მისადგომი მისი რწმენის მეშვეობით, ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; რაკი ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან, ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. რადგან იმიტომ ეხარათ მკვდართაც, რომ კაცთა კვალზე ხორცში განკითხულებმა ღვთის კვალზე სულში იცოცხლონ.
Выбор основного перевода