Выбор основного перевода
Открыть комментарий или сравнить с другим переводом
Выбор книги основного перевода
1 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Параллельные места
მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ვინც მოისურვებს შენს განკითხვას და შენი მოსასხამის წაღებას, სამოსელიც თან გაატანე მას. ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან სწერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, — ამბობს უფალი.“ თვალი გეჭიროთ, არ მიაგო ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას.
1 კორინთელთა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
Выбор основного перевода